ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ დღის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა
ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ დღის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა

ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ (NHL) ოფიციალურ ვებგვერდზე დღის საუკეთესო სამი ვარსკვლავი დაასახელა.

პირველი მათგანი „ვაშინგტონის“ რუსი თავდამსხმელი ალექსანდრ ოვეჩკინი გახდა, რომელმაც „დეტროიტთან“ მატჩში ჰეთრიკი შეასრულა (5:2).

მეორე საუკეთესო „კოლორადოს“ შემტევი მიკო რანტანენია,რომელმაც „ჩიკაგოსთან“ გამართულ შეხვედრაში 4 (3+1) ქულა დააგროვა (7:3).

მესამე ვარსკვლავის სტატუსი კი „ფლორიდის“ გოლკიპერ კრის დრიდგერს ერგო. მან „ნეშვილთან“ მატჩში კარში დარტყმული 27 შაიბიდან ყველას მოგერიება შეძლო (3:0).