ლას ვეგასში 2017-18 წლების სეზონის დახურვის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელზეც ჰოკეისტებს ინდივიდუალური პრიზები გადასცეს.
გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშე (Hart Trophy) “ნიუ ჯერსი დევილზის” ფორვარდი ტეილორ ჰოლი გახდა, რომელმაც რეგულარულ ჩემპიონატში 93 ქულა (39+54) დააგროვა. ჰოლმა გამოკითხვაში 1264 ქულა აიღო და 70 ქულით აჯობა მთავარ კონკურენტს, “კოლორადოს” ფორვარდს ნათან მაკინონს.
ხუთეულში მოხვდნენ ასევე ანჟე კოპიტარი (“ლოს ანჯელესი”) – 551 ქულა; კლოდ ჟირუ (“ფილადელფია”) – 546; კონორ მაკდევიდი (“ედმონტონი”) – 270.
სხვათა შორის, ჰოლი “ნიუ ჯერსის” პირველი ჰოკეისტია, რომელმაც Hart Trophy მოიპოვა.
სხვა პრიზები ასე გადანაწილდა:
საუკეთესო მეკარე (Vezina Trophy) – პეკა რიკე (ნეშვილი)
საუკეთესო მცველი (Norris Trophy) – ვიქტორ ჰედმანი (ტამპა ბეი)
საუკეთესო მწვრთნელი (Jack Adams Award) – ჟერარ გალანი (ვეგასი)
MVP პროფკავშირის ვერსიით (Ted Lindsay Award) – კონორ მაკდევიდი (ედმონტონი)
დაცვითი ყაიდის საუკეთესო ფორვარდი (Selke Trophy) – ანჟე კოპიტარი (ლოს ანჯელესი)
საუკეთესო გენერალური მენეჯერი – ჯორჯ მაკფი (ვეგასი)
ჯენტლმენი ყინულზე (Lady Byng Trophy): ვილიამ კარლსონი (ვეგასი)