ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ ისტორიის საუკეთესო მომენტი გამოარჩია
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ ისტორიის საუკეთესო მომენტი გამოარჩია

100 წლის წინ, 1917 წლის 19 დეკემბერს, ჰოკეის ეროვნულ ლიგაში (NHL) პირველი მატჩი გაიმართა. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, NHL-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოავლინა ლიგის ისტორიაში საუკეთესო სათამაშო მომენტი.
გამოკითხვა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა და საბოლოოდ, ფინალამდე მივიდნენ მარიო ლემიე და ბობი ორი.
ლემიემ 1988 წლის 31 დეკემბერს, ხუთი სხვადასხვა ხერხით ხუთი შაიბა გაიტანა “ნიუ ჯერსის” წინააღმდეგ. ბობი ორმა კი ოვერტაიმში ლეგენდარული გოლი შეაგდო ვარდნაში, რამაც 1970 წელს, “ბოსტონს” სტენლის თასი მოუტანა.
ამ დავაში გამარჯვებული ლემიე გამოვიდა, რომელმაც გოლები გაიტანა – თანაბარი შემადგენლობებისას, რიცხობრივ უმცირესობაში, რიცხობრივ უპირატესობაში, ბულიტით და ცარიელ კარში.