ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ (NHL) ოფიციალურ ვებგვერდზე სტენლის თასის პირველი წრის მორიგი სათამაშო დღის საუკეთესო სამი ვარსკვლავი დაასახელა.
პირველი მათგანი კოლორადოს ფორვარდი ნატან მაკინონი გახდა, რომლის ანგარიშზეც კალგარისთან პირველი წრის მესამე შეხვედრაში დაგროვილი 3 (2+1) ქულაა (6:2).
მეორე საუკეთესო კაროლინას თავდამსხმელი უორენ ფეგელეა. მან ვაშინგტონთან მატჩში დუბლი და საგოლე გადაცემა გააკეთა (5:0).
მესამე ვარსკვლავის სტატუსი ტორონტოს ფორვარდ ოსტონ მეტიუსს ერგო, რომელმაც 2(1+1) ქულა დააგროვა სტენლის თასის პირველი წრის მესამე შეხვედრაში ბოსტონთან (3:2).