ჰოკეის ეროვნული ლიგის ახალი სეზონი, შესაძლოა, პირველ იანვარს დაიწყოს
ჰოკეის ეროვნული ლიგის ახალი სეზონი, შესაძლოა, პირველ იანვარს დაიწყოს

ჰოკეის ეროვნულ ლიგაში ახალი სეზონი, შესაძლოა, პირველ იანვარს დაიწყოს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა ინსაიდერმა ელიოტ ფრიდმანმა.

თარიღს ჯერ კიდევ განიხილავენ NHL-ის წარმომადგენლები და მოთამაშეთა პროფკავშირი.

„არ არის გარანტია, რომ სეზონი ახალ წლამდე დაიწყება. ამიტომაც, პირველი იანვარი ცვლის პირველ დეკემბერს პრიორიტეტული თარიღის როლში. სეზონის დაწყების წინ, იქნება საწვრთნელი ბანაკები. ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ დღევანდელი მონაცემები ასეთია”, – დაწერა ფრიდმანმა “ტვიტერში”.

2019-20 წლების სეზონი კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა და მოგვიანებით პირდაპირ პლეი ოფით განახლდა, რომელიც „ტამპა ბეი ლაითნინგმა“ მოიგო.