ჰოკეის ეროვნულ ლიგაში კვირის სამი ვარსკვლავი გამოარჩიეს

13:47, 06.11.2018

ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა.

კვირის პირველი ვარსკვლავი გახდა “კალგარის” ფორვარდი შონ მონეჰანი, რომელმაც ოთხ მატჩში 8 ქულა (4 გოლი+4 შედეგიანი პასი) დააგროვა. ლიგაში დებიუტის მომენტიდან, მონეჰანი „კალგარის“ ლიდერია გოლების რაოდენობით (146) და მეორე ადგილზეა ქულებით (299).

მეორე ვარსკვლავის სტატუსი მიიღო “ვანკუვერის” ახალგაზრდა ფორვარდმა ელიას პეტერსონმა, რომელმაც სამ მატჩში 7 ქულა (3+4) მიითვალა. შვედი დებიუტანტი მე-16 ჰოკეისტია NHL-ის ისტორიაში, ვინც კარიერის პირველ ცხრა მატჩში მინიმუმ ცხრა შაიბა გაიტანა.

მესამე ვარსკვლავად დასახელდა “ტამპა ბეის” ფორვარდი ბრეიდენ პოინტი. მას ოთხი მატჩში 8 ქულა (2+6) ჰქონდა.

მსგავსი