"ჰიუსტონს" კონფერენციის ფინალამდე 1 მოგება აკლია
"ჰიუსტონს" კონფერენციის ფინალამდე 1 მოგება აკლია

“ჰიუსტონ როკეთსი” “იუტა ჯაზთან” სერიაში 3-1 დაწინაურდა.

დასავლეთ კონფერენციის რეგულარული სეზონის გამარჯვებულმა სერიის რიგით მეოთხე შეხვედრა სოლტ-ლეიკ-სიტიში გამართა და დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა. ტეხასელების შემადგენლობაში 27 ქულით და 12 მოხსნით საუკეთესო კრის პოლი იყო. ჯეიმს ჰარდენის ანგარიშზე 24 ქულაა. 12 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა კლინტ კაპელამ.

მასპინძელთა შორის ყველაზე მეტი, 25 ქულა, დონოვან მიჩელის ანგარიშზეა. ჯო ინგლესმა საკუთარ გუნდს 15 ქულა შესძინა. 11 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი ჰქონდა რუდი გობერს. მოპოვებული გამარჯვების შემდეგ “როკეთსი” სერიაში 3-1 დაწინაურდა. რიგით მეხუთე მატჩი ტეხასში 9 მაისს შედგება.