ჰიუსტონმა გოლდენ სტეიტთან გაათანაბრა
ჰიუსტონმა გოლდენ სტეიტთან გაათანაბრა

დასავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში ანგარიში 2-2 გახდა. ორაკლ არენაზე გამართული სერიის რიგით მეოთხე შეხვედრა ბევრისთვის მოულოდნელად როკეთსის გამარჯვებით დასრულდა.

ტეხასურმა კლუბმა გადამწყვეტი უპირატესობა ბოლო მეოთხედში მოიპოვა. ბრწყინვალე მატჩი გამართა ჯეიმს ჰარდენმა, რომლის ანგარიშზე 30 ქულაა. კრის პოლმა საკუთარ გუნდს 27 ქულა შესძინა. სტივ კერის გუნდში ყველაზე შედეგიანი 28 ქულით სტეფ კარი გამოდგა. 27 ქულით დაასრულა შეხვედრა სტეფ კარიმ.

მოპოვებჯკი გამარჯვების შემდეგ ჰიუსტონმა მოედნის უპირატესობა დაიბრუნა. მომდევნო შეხვედრა, ამჯერად უკვე ტეხასში 24 მაისს ჩატარდება.