ჰიუსტონის ზედიზედ მესამე - „როკეტსმა“ გოლდენ სტეიტი უშანსოდ დაამარცხა (ვიდეო)
მორიგი მატჩები გაიმართა დღეს დილით ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარულ სეზონში. ცენტრალური შეხვედრა, „ტოიოტა ცენტრში“ შედგა, სადაც ერთმანეთს მთლიანად სეზონის ორი ფავორიტი გუნდი დაუპირისპირდა. სპეციალისტები გოლდენ სტეიტს და ჰიუსტონს ჩემპიონობის მთავარ ფავორიტებში მოიაზრებენ. დღევანდელი თამაში თავიდან ბოლომდე მასპინძელთა დომინაციით აღინიშნა. სტეფ კარის გარეშე მოთამაშე, „უორიორზმა“ ტეხასურ კლუბს სერიოზული წინააღმდეგობა ვერ გაუწია.
„როკეტსმა“ ძირითადი უპირატესობა პერიმეტრიდან მოიპოვა. მაიკ დანტონის გუნდმა 16 სამქულიანი ჩააგდო. ჰიუსტონელებს ჯეიმს ჰარდენმა ულიდერა, 27 ქულით. შეხვედრის ბოლო წუთებს არანაერი ინტრიგა აღარ ჰქონდა და ორივე გუნდის თავკაცმა თამაში გადახალისებული შემადგენლობით დაასრულა.
საბოლოოდ 107-86 მასპინძელთა სასარგებლოდ. ეს ზედიზედ მესამე გამარჯვება გამოდგა „როკეტსისთვის“ , რის შედეგადაც გუნდი დასავლეთ კონფერენციის საპლეიოფო ზონას კიდევ უფრო მიუახლოვდა. გოლდენ სტეიტი, ჯერ-ჯერობით, პირველ ადგილს ინარჩუნებს. მომდევნო ტურში ოკლენდელები დალასს ეწვევიან და ადგილობრივ „მავერიქსს“ დაუპირისპირდებიან. ჰიუსტონ „როკეტსი“ კი, საკუთარ მოედანზე, საკრამენტო „კინგზის“ დამარცხებას შეეცდება.
დენვერი-ატლანტა 138-93
კლიპერსი-სან ანტონიო 116-111