ბოლო 13 შეხვედრაში კვლავ დაუმარცხებელია ჰიუსტონ „როკეტსი“. დასავლეთ კონფერენციის ლიდერმა, დღეს დილით საკუთარ „ტოიოტა ცენტრში“ მილუოკი „ბაქსს“ უმასპინძლა და დაძაბულ მატჩში ანგარიშით 115-111 დაამარცხა. გამარჯვების მთავარი შემოქმედი კვლავ ჯეიმს ჰარდენი იყო.
„როკეტსის“ ლიდერმა, თამაში 31 ქულით, 6 მოხსნით და 5 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. ჰარდენს მხარი კრის პოლმაც აუბა. ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო გამთამაშებელმა, 25 ქულა, 6 პასი და 5 მოხსნა მიითვალა აქტივში. სტუმართა შორის, გიანის ანტეტუკონმპო გამოირჩა, 28 ქულით, 9 მოხსნით და 5 შედეგიანი გადაცემით. „ბაქსმა“ ფავორიტს საკმაოდ სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია და ბოლო წამებამდე, მეტოქე დაძაბულობაში ამყოფა. ჰიუსტონელებმა, მაინც მოახერხეს ზედიზედ მე-13 გამარჯვების მოპოვება. მაიკ დანტონის გუნდი, 24 მოგებით და 4 მარცხით, დასავლეთ კონფერენციას, ლიდერობს.
მომდევნო შეხვედრას, „როკეტსი“ საკუთარ დარბაზში, იუტა „ჯაზის“ წინააღმდეგ ჩაატარებს აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთმა ლიდერმა, კლივლენდ კავალიერსმა საკუთარ „ქიქენ ლოანს არენაზე“ იუტა ჯაზი მიიღო და 109-100 დამარცხა. მორიგი სამმაგი დუბლი გაიფორმა ლებრონ ჯეიმსმა. „მეფემ“ 29 ქულა, 11 მოხსნა და 10 პასი გააკეთა. სტუმართა შორის, დონოვან მიტჩელი იყო საუკეთესო 26 ქულით. კავალერებმა ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგეს და აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერს, ბოსტონ „სელტიქსს“ კვლავ სამი მოგებით ჩამორჩებიან. ტაირონ ლიუს გუნდი ხვალ გამთენიისას ვაშინგტონ „უიზარდსს“ სტუმრად შეხვდება.
დღეს გამართული სხვა მატჩები ასე დასრულდა:
მემფისი-ბოსტონი 93-102
მინესოტა-ფინიქსი 106-108
სან ანტონიო- დალასი 98-96
ნიუ იორკი-ოკლაჰომა 111-96
მაიამი-კლიპერსი 90-85
შარლოტი-პორტლენდი 91-91