ჰიუსტონის რეკორდები - დეტროიტმა ოვერტაიმში მოიგო [ვიდეო]
10:38, 20.12.2018
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ სეზონში 11 შეხვედრა გაიმართა. ლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა „ჰიუსტონროკეტსმა“. ტექსასურმა კლუბმა ვაშინგტონ ვიზარდსთან მოგებულ მატჩში 26 სამქულიანი ჩააგდო და კლივლენდ „კავალიერსის“ მიერ 2017 წელს დამყარებული რეკორდი (25 სამქულიანი) გააუმჯობესა. ამის გარდა, „როკეტსმა 11 შეხვედრა გაიმართა მიმდინარე სეზონის პირადი რეკორდი გააუმჯობესა. მაიკ დანტონის გუნდმა, მეტოქეს 136 ქულა ჩაუგდო. თამაში მასპინძლებმა 18 ქულიანი უპირატესობით მოიგეს. გამარჯვების მთავარი შემოქმედი კვლავ ჯეიმს ჰარდენი გახდა, რომელმაც 35 ქულა და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ჰიუსტონელებმა ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგეს და პლეი-ოფის ზონაში შევიდნენ.
„დეტროიტპისტონსმა“ ურთულეს ბრძოლაში, სტუმრად, „მინესოტა ტიმბერვულვზი“ ოვერტაიმში დაამარცხა, ანგარიშით 129-123. მცირე პაუზის შემდეგ დეტროიტელებს ზაზა ფაჩულია დაუბრუნდა. ქართველ ცენტრს ხუთი წუთი მიეცა სათამაშო დრო და მხოლოდ ერთი მოხსნის გაკეთება მოასწრო. სტუმრებს ბლეიკ გრიფინმა ულიდერა. მის ანგარიშზე 34 ქულა და 8 მოხსნა იყო. 33 ქულა მოიპოვა რეჯიბულოკმა. მინესოტელთა რიგებში, 33 ქულით და 7 პასით, დერეკ როუზი გამოირჩა, რომელიც შესანიშნავ სეზონს ატარებს. დეტროიტი აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ მე-6 ადგილზეა. „ტიმბერვუვლზი“ კი დასავლეთში აუტსაიდერთა შორის იმყოფება.
სეზონში მე-11 თამაში წააგო და დასავლეთში მესამე ადილამდე დაქვეითდა „გოლდენ სტეიტ ვორიორზი“. მოქმედი ჩემპიონი, სტუმრად, „იუტა ჯაზთან“ დამარცხდა. თანაბარი თამაშის ბოლო წუთებზე უფრო უკეთ მასპინძლები გამოიყურებოდნენ და 108-103 მოიგეს. სტეფ კარის და კევინ დიურანტის კარგმა თამაშმა ოკლენდელებს ვერ უშველა. ამ დუეტის ანგარიშზე 62 ქულა დაფიქსირდა. გოლდენ სტეიტსოკლაჰომამგაადასწრო, რომელმაც „საკრამენტოკინგზი“ გასვლაზე, ანგარიშით 132-113 დაამარცხა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა. სტივ კერის გუნდი მომდევნო მატჩს საკუთარ „ორეკლ არენაზე“ „დალას მავერიქსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.