სტუმრად წაგებული მატჩის შემდეგ დასავლეთ კონფერენციის რეგულარული სეზონის გამარჯვებული და ჩემპიონობის ერთერთი მთავარი კანდიდატი “ჰიუსტონი” “მინესოტას” მინეაპოლისში მეორედ დაუპირისპირდა.
შეხვედრა ამჯერად ტეხასელების დამაჯერებელი გამარჯვებით 100-119 დასრულდა. “როკეთსის” რიგებში მორიგი ბრწყინვალე მატჩი გამართა ჯეიმს ჰარდენმა (36 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი, 4 ჩაჭრა). 14 ქულითა და 17 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა კლინტ კაპელამ. 25 ქულით დაასრულა შეხვედრა კრის პოლმა. 18 ქულის დაგროვება შეძლო ერიკ გორდონმა. ტრევორ არიზას ანგარიშზე კი 15 ქულაა.
ტომ ტიბოდოს გუნდში 22 ქულითა და 15 მოხსნით ყველაზე შედეგიანი კარლ ენტონი ტაუნსი გამოდგა. 19 ქულა ჰქონდა ჯიმი ბატლერს. “ჰიუსტონს” მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ერთი მოგება აშორებს. მომდევნო მატჩი ამ ორ გუნდს შორის 26 აპრილს უკვე ტეხასში, “ჰიუსტონის” მშობლიურ “ტოიოტა ცენტრში” შედგება.