„ჰიუსტონის“ ფორვარდ კარმელო ენტონის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩში „სან ანტონიოს“ წინააღმდეგ არ უთამაშია და ამ მომენტისთვის მისი მომავალი გუნდში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, – იტყობინება ESPN-ის მიმომხილველი ედრიან ვოინაროვსკი.
ენტონი და „როკეტსი“ განიხილავენ კალათბურთელის როლს გუნდში და ცდილობენ იმის გარკვევას, შესაძლებელია თუ არა მათი ერთობლივი მუშაობა სეზონის ბოლომდე. არ არის გამორიცხული, „ჰიუსტონმა“ ენტონის გაშვება გადაწყვიტოს.
ენტონიმ ბოლო მატჩში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო, 11-დან მხოლოდ ერთი ტყორცნა მოათავსა კალათში და ექვსიდან ექვსი სამქულიანი ააცილა.
„ჰიუსტონმა“ ჩემპიონატი 4 მოგებითა და 7 წაგებით დაიწყო, რაშიც, ბევრის აზრით, დამნაშავე კარმელო ენტონია.