„ჰიუსტონ როკეთსმა“ ზამთრის სატრანსფერო სეზონზე კლინტ კაპელა „ატლანტაში“ გაუშვა. ამის სანაცვლოდ კი ტეხასურ გუნდში რობერტ კოვინგტონი მივიდა.
ამერიკული მედია, კერძოდ კი ჟურნალისტები შემს ჩარანია, ადრიან ვოჟნაროვსკი და ტიმ მაკმაჰონი ავრცელებენ ინფორმაციას, რომ „ჰიუსტონი“ ასრულებს მოლაპარაკებებს და სულ მალე ჯეფ გრინითა და დემარი ქეროლით გაძლიერდება.