ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ახალი 2019-20 წლების სეზონის დაწყებას ყველა მოუთმენლად ელოდება. ლიგაში დიდი ცვლილებები მოხდა:
„ჰიუსტონ როკეთსი“ დაემშვიდობა საკუთარ ძირითად გამთამაშებელ კრის პოლს. მის მაგივრად კი ტეხასულ გუნდში „ოკლაჰომა სიტის“ ლიდერი რასელ ვესტბრუკი მივიდა. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ჰარდენი და ვესტბრუკი კვლავ ერთი გუნდის, ამკერად „როკეთსის“ მაისურით იასპარეზებენ.
ცნობილი გახდა, რომ მაიკ დეანტონის გუნდმა კიდევ ერთი კალათბურთელი დაიმატა. „ჰიუსტონის“ ღირსებას მომავალი სეზონიდან 2013 წლის დრაფტის ყოფილი მთავარი პიკი ენტონი ბენეტი დაიცავს.