„ჰიუსტონ როკეტსი“ მსოფლიო ჩემპიონს იმატებს
„ჰიუსტონ როკეტსი“ მსოფლიო ჩემპიონს იმატებს

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილი ვარსკვლავი, მძიმე ფორვარდი კენეტ ფარიდი ​„ბრუკლინს“ კონტრაქტის გამოსყიდვაზე მოელაპარაკა და კარიერას „ჰიუსტონში“ გააგრძელებს, როგორც კი თავისუფალი აგენტი გახდება, – იტყობინება ESPN-ის ინსაიდერი ედრიან ვოინაროვსკი.

წლევანდელ სეზონში ფარიდმა ​„ბრუკლინში“ შეზღუდული როლი მიიღო. 12 მატჩში მან საშუალოდ 9.8 წუთი ითამაშა და 5.1 ქულისა და 3.7 მოხსნის დაგროვება მოასწრო.

„ჰიუსტონს“ფარქვეშ გაძლიერება ესაჭიროება, რადგან ძირითადი ცენტრი კლინტ კაპელა ტრავმის გამო, დაახლოებით 4-6 კვირას გამოტოვებს.

ელოდებიან, რომ ფარიდი, რომელიც მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონია აშშ-ის ნაკრების შემადგენლობაში, სოლიდურ სათამაშო დროს მიიღებს.