მიუნხენის „ბაიერნი“ „მანჩესტერ სიტის“ გარემარბ ლეროი სანეს ტრანსფერის შესაძლებლობას განიხილავს.
როგორც გაზეთი „მანჩესტერ ივნინგ ნიუსი“ აღნიშნავს, ამ სეზონზე სანემ ნაწილობრივ დაკარგა „სიტის“ მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას ნდობა: სეზონის ბოლო 12 მატჩში გერმანელი მხოლოდ სამჯერ მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში. ამ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება „ბაიერნი“, რომელიც ახალ გარემარბებს ეძებს არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის წასვლის შემდეგ.
სანეს მიმართ ინტერესი უკვე დაადასტურა „ბაიერნის“ პრეზიდენტმა ული ჰიონესმა.
„ჩვენ გვაქვს სანეს წარმომადგენლებთან კავშირი“, – განაცხადა ულიმ.
2018-2019 წლების პრემიერლიგაში ლეროიმ 31 მატჩში 10 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.
გერმანელი „სიტიში“ 2016 წელს „შალკედან“ გადავიდა. ინგლისელებმა მასში 50 მილიონი ევრო გადაიხადეს.