მოსკოვის „ლოკომოტივის“ მცველმა ბენედიქტ ჰევედესმა განაცხადა, რომ რუსეთი კორონავირუსის ეპიდემიას საკმარის ყურადღებას არ აქცევს.
„რკინიგზელთა“ მთავარი მწვრთნელმა იური სიომინმა მცირე ხნის წინ თქვა, რომ კორონავირუსის გამო, გუნდის ვარჯიშები ჯერ არ გაუქმდება.
„კაფეებში უამრავი ადამიანია, ქუჩებში ხალხმრავლობაა. მე გაკვირვებული დავრჩი როსტოვში თამაშზე ნანახით – სტადიონი გადაჭედილი იყო. ეს სიგიჟეა” – თქვა ჰევედესმა.
ჰევედესმა შემდეგ ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა: „ფეხბურთის თამაში შეუძლებელია, როდესაც მსოფლიოში ასეთი გარემოებებია. დარჩით სახლში”.
ბენედიქტ ჰევედესი „შალკეს“ყოფილი მცველია, რომელიც 2014 წელს გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ჰევედესს ასევე „იუვენტუსში“ უთამაშია. მოსკოვის „ლოკომოტივში“ 2018 წლიდან გამოდის.
რუსეთის პრემიერლიგის გათამაშება 10 აპრილამდე შეჩერდა. ამჟამად რუსეთში, ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 199 შემთხვევაა, ერთი ადამიანი გარდაიცვალა.