ჰეთ-თრიკი 20 წუთში - „ელიგის“ რეკორდსმენი ვოლკოვია
ჰეთ-თრიკი 20 წუთში - „ელიგის“ რეკორდსმენი ვოლკოვია

ეროვნული ლიგის ოფიციალური გვერდის ცნობით, ტურნირის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიქი დავით ვოლკოვმა შეასრულა.

სტატისტიკა ქართული ფეხბურთის საუკეთესო მხარე არაა. 2017 წლის 6 აგვისტოს, თბილისში „პეტრო არენაზე“ გიორგი ჭიაბრიშვილის „საბურთალომ“ თანაქალაქელ „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით – 6:0 დაამარცხა.

„საბურთალოს“ თავდამსხმელმა დავით ვოლკოვმა ანგარიში მეცხრე წუთზე გახსნა. პირველი გოლიდან ზუსტად 20 წუთში კი ჰეთ-თრიკი შეასრულა.

„საბურთალოში“ გატარებული თითქმის ორი სეზონის განმავლობაში, 24 წლის ფორვარდმა 18 გოლი გაიტანა. ახლა აზერბაიჯანის პრემიერლიგაში თამაშობს. ქართული კლუბიდან იგი ჯერ „გაბალაში“ გადავიდა, ამჟამად კი „ზირას“ ღირსებას იცავს.