ჰეროს კარიერის მატჩი - 37 ქულა „ბოსტონთან“ და „მაიამის“ სუპერფინალამდე ერთი მოგება აშორებს (ვიდეო)
ორლანდოში გრძელდება ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფები. აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში რიგით მეოთხე მატჩი გამართეს „მაიამიმ“ და „ბოსტონმა“. „ჰიტმა“ მეტოქეს 112:109 სძლია და სერიაში 3-1 დაწინაურდა. სუპერფინალურ სერიამდე ერიკ სპოელსტრას გუნდს ერთი მოგება აშორებს.
„ჰიტის“ გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი 20 წლის ტაილერ ჰერო გახდა. მან საკუთარ გუნდს 37 ქულა შესძინა. ეს მისი კარიერის საუკეთესო სტატისტიკური მაჩვენებელია. 20 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა ბამ ადებაიომ. ჯიმი ბატლერმა 24 ქულა დააგროვა. 22 ქულით დაასრულა მატჩი გორან დრაგიჩმა.
ბრედ სტივენსის გუნდში 28 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო ჯეისონ ტეიტუმი გამოდგა. 21 ქულა და 9 მოხსნა ჰქონდა ჯეილენ ბრაუნს. მარკუს სმარტმა 10 ქულითა და 11 პასით ორმაგი დუბლი შეასრულა. 20 ქულა მიითვალა კემბა ვოკერმა.
მომდევნო, რიგით მეხუთე მატჩი „ბოსტონსა“ და „მაიამის“ შორის 26 სექტემბერს შედგება.