„რომაში“ ლონდონის „არსენალიდან“ იჯარით გაშვებულმა სომხეთის ნაკრების ფორვარდმა ჰენრიკ მხითარიანმა ახალი კლუბის მაისურით თავისი პირველი გოლი გაიტანა. მან თავი სერია ა-ს მატჩში გამოიჩინა, რომელშიც რომაელებმა „სასუოლო“ საკუთარ მოედანზე 4-2 დაამარცხეს.
ანგარიში მატჩში ბრაიან კრისტანტემ გახსნა, რასაც ედინ ჯეკომ მეორე დაუმატა, მხითარიანმა კი ანგარიში 3-0 გახადა.
პირველივე ტაიმში ჯასტინ კლუივერტმა მეოთხეც გაიტანა და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო სასუოლომ ორი პრესტიჟის გოლის გატანა – ორივეჯერ თავი დომენიკო ბერარდიმ გამოიჩინა.
საწყისი ორი ფრის შემდეგ, ეს „რომას“ პირველი გამარჯვებაა ამ სეზონში.
სატურნირო ცხრილში გუნდი მერვე ადგილე იმყოფება.