სომხეთის ეროვნული ნაკრებისა და იტალიური „რომას“ ნახევარმცველმა, ჰენრიხ მხითარიანმა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო, მე -6 ტურის მატჩში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან სომხების ნაკრების გამარჯვების შემდეგ, სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა.
„მე ვამაყობ ჩვენი გუნდით. ვულოცავ ბიჭებს B დივიზიონში მოხვედრას“,- წერს მხითარიანი.
32 წლის ფეხბურთელი კორონავირუსით დაინფიცირდა და ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ორი მატჩი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ გუნდებთან გამოტოვა.
სომხეთის ნაკრებმა ორივე მატჩი მოიგო, სკოპიეში კი ჯგუფის ლიდერს, ჩრდილოეთ მაკედონიას 0:1 სძლია და C დივიზიონის მეორე ჯგუფში 11 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. ჩრდილოეთ მაკედონიამ (9 ქულა) მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო საქართველომ (7 ქულა) – მესამე და მხოლოდ ესტონეთს (3 ქულა) გადაასწრო.
ამავე დროს, ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამარჯვებით სომხეთის ეროვნულ გუნდს ერთა ლიგის B ლიგაში დაწინაურების საშუალება მისცა.