„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი ახლოს არის „ინტერში“ გადასვლასთან. მხითარიანმა უკვე მისცა თანხმობა მილანში გადაბარგებასა და კლუბებს შორის შეთანხმებას ელოდება.
როგორც გაზეთი Corriere dello Sport წერს, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ინტერი” ვერ თანხმდებიან გადასვლის პირობებზე, ეს იქნება სრულფასოვანი ტრანსფერი თუ იჯარა.
უკანასკნელად მხითარიანი მოედანზე „ბრაიტონის“ წინააღმდეგ მატჩში 25 ნოემბერს იყო. დაიწერა, რომ სწორედ ამ მატჩში შემდეგ წარმოიშვა კონფლიქტი ნახევარმცველსა და მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს შორის.
ამ სეზონში მხითარიანის ანგარიშზე 17 მატჩში 2 გოლი და 6 საგოლე პასი მოდის.
Transfermarkt-ი 28 წლის ფეხბურთელს 35 მილიონ ევროდ აფასებს.