ჰენრი სეხუდოს ჩემპიონის ქამარი ჩამოართვეს
ჰენრი სეხუდოს ჩემპიონის ქამარი ჩამოართვეს

ჰენრი სეხუდო აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ორი წონითი დივიზიონის ჩემპიონი აღარ არის. „ესპნ“-ის (ESPN) ჟურნალისტი არიელ ჰელვანი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ორგანიზაციამ სეხუდოს ზემსუბუქი (flyweight) წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა. ვაკანტური ტიტულისთვის კი ჯოსეფ ბენევიდეზი და დეივესონ ფიგუერედო იბრძოლებენ. ორთაბრძოლა დიდი ალბათობით 29 თებერვალს, ნორფოლკში შედგება.

ორგანიზაციამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სეხუდომ ტიტულის დაცვაზე და ჯოზეფ ბენევიდეზთან დაპირისპირებაზე უარი განაცხადა.

ჰენრი სეხუდო აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ოქტაგონზე ბოლოს მარლონ მორაესის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოჩნდა. მექსიკელმა მებრძოლმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მსუბუქი წონითი დივიზიონის (bantamweight) ტიტულის დაცვა ჟოზე ალდოსთან ბრძოლით სურს.