ჰენრი სეხუდომ სატიტულო ორთაბრძოლაში მარლონ მორაესი დაამარცხა [ვიდეო]
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) მორიგი ღამე ჩიკაგოში გაიმართა. დღის მთავარი დაპირისპირება მსუბუქ წონით კატეგორიაში შედგა. ჰენრი სეხუდომ (15-2) მარლონ მორაესი (22-6-1) მესამე რაუნდში, ნოკაუტით დაამარცხა და მსუბუქ წონითი კატეგორიის ჩემპიონის ქამარი მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, სეხუდო ორ წონით კატეგორიის ჩემპიონად იქცა. ის ასევე ჭიდაობაში 2008 წლის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია. ჰენრი სეხუდომ მოპოვებული გამარჯვების შედეგად დენიელ კორმიეს, ამანდა ნუნესის და კონორ მაკგრეგორის შედეგი გაიმეორა.