ჰენრი სეხუდო აცხადებს, რომ მზადაა დაბრუნდეს ალექს ვოლკანოვსკისთან ბრძოლის გამო
ჰენრი სეხუდომ შერეუოლ ორთაბრძოლებში კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადება მაისში, დომინიკ კრუზის დამარცხების შემდეგ გააკეთა. აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ორი დივიზიონის აწ უკვე ყოფილმა ჩემპიონმა განაცხადა, რომ მზადაა ოქტაგონზე დაბრუნდეს და ქვემსუბუქი (featherweight) წონითი დივიზიონის ჩემპიონ ალექს ვოლკანოვსკის დაუპირისპირდეს.
ცოტა ხსნის წინ სეხუდომ გამოთქვა ინტერესი ცნობილ მოკრივე რაიან გარსიასთან ბრძოლის ჩატარების. შერეულ ორთაბრძოლებში კი ჰენრი იმ შემთხვევაში დაბრუნდება თუ მესამე დივიზიონის ტიტულზე ბრძოლის შესაძლებლობა მიეცემა.
„მხოლოდ ერთი ბრძოლაა, რომელიც მე ოქტაგონზე დამაბრუნებს. და ეს ალექს ვოლკანოვსკისთან დაპირისპირებაა. სიამოვნებით ვაგემებდი მას მარცხს.მე მსურს მესამე ქამრის მოგება. ორი დივიზიონის ჩემპიონი ბევრი მებრძოლია, მე მსურს პირველი ვიყო, ვინც 3 ქამარს დაეუფლება.” – განაცხადა სეხუდომ MMAJUNKIE-სთან საუბრისას.