ჰენდერსონმა „აიაქსში“ გადასვლის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა #1TVSPORT
„ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა საუდის არაბეთის ჩემპიონატი დატოვა და კვლავ ევროპაში ითამაშებს. „აიაქსში“ გადასულმა ჯორდან ჰენდერსონმა კომენტარი საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა:
„ამსტერდამი! აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. მოუთმენლად ველოდები, ყველას როდის გნახავთ“.
33 წლის ჰენდერსონმა ამსტერდამულ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის 30 იანვრამდე გააფორმა. ინგლისელი „ალ-იტიფაკის“ რიგებს 2023 წლის ზაფხულში შეუერთდა, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 19 მატჩი გამართა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
ჰენდერსონის საკლუბო კარიერა ძირითადად „ლივერპულს“ უკავშირდება, სადაც ინგლისელმა ფეხბურთელმა 12 წელი გაატარა.