ჰენდერსონი - ტიტულის მოგება ცარიელი ტრიბუნების თანხლებით უცნაური შეგრძნება იქნება
„ლივერპულის“ ნახევარმცველი ჯორდან ჰენდერსონი ამბობს, რომ ცარიელი ტრიბუნების თანხლებით ტიტულის მოგება უცნაური შეგრძნება იქნება.
„რა თქმა უნდა, უცნაური შეგრძნება იქნება თასის მიღება და ზეიმი ცარიელი ტრიბუნების თანხლებით, თუმცა ჯერ არაფერი დასრულებულა. ჩვენ სამუშაო გვაქვს. სეზონის დამთავრებამდე მაღალ დონეზე უნდა ვითამაშოთ, თუ გვინდა, რომ საუკეთესოდ დასრულდეს ყველაფერი. იმედია, მოვიგებთ“, – მოჰყავს ჰენდერსონის სიტყვები „გოლს“.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ინგლისის პრემიერლიგის ხელმძღვანელობა ტურნირის განახლების საკითხს მაყურებლების გარეშე განიხილავს.