მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, „მერსედესის“ პილოტმა ლუის ჰემილტონმა აღიარა, რომ ჯერ არ იცის – დარჩება თუ არა მომავალ სეზონში ფორმულა 1-ში.
„ჯერ თავად არ ვიცი, დავრჩები თუ არა აქ მომდევნო სეზონში. ამიტომაც, არაფერზე ვღელავ. გუნდის ხელმძღვანელის ტოტო ვოლფის წასვლა? ბევრჯერ მილაპარაკია მასთან და მესმის მისი სურვილი – მეტი დრო გაატაროს ოჯახთან. მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ტოტო გამოძებნის შესაფერის ადამიანს. სწორედ მან იპოვნა და შექმნა გუნდი, რომელსაც დღეს დიდი შედეგები მოაქვს“, – თქვა ჰემილტონმა.
ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ეტაპით ადრე, ლუისი საერთო ჩათვლაში 85 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს და უახლოვდება კარიერაში მეშვიდე ტიტულს.