ჰავერცმა კარიერაში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა - „ჩელსიმ“ 6:0 მოიგო (ვიდეო)
ინგლისის ლიგის თასის 1/16 ფინალში „ჩელსიმ” 6:0 გაანადგურა „ბარნსლი“.
მატჩის მთავარი გმირი გახდა ლონდონური კლუბის ნახევარმცველი კაი ჰავერცი: 21 წლის გერმანელმა ჰეთ-თრიკი შეასრულა.
ეს იყო ჰავერცის პროფესიულ კარიერაში პირველი ჰეთ-თრიკი. ამ შედეგის მისაღწევად მას დასჭირდა 153 მატჩი „ლევერკუზენისა“ და „ჩელსის“ შემადგენლობაში. გარდა ამისა, ნახევარმცველმა პირველად გაიტანა „ჩელსში“, რომელშიც 4 სექტემბერს გადავიდა.
კიდევ სამი გოლი „ბარნსლის“ კარში ტამი აბრაჰამმა, როს ბარკლიმ და ოლივიე ჟირუმ გაიტანეს.
ამ მატჩში დებიუტი ჰქონდა „ჩელსის“ რიგებში ტიაგო სილვას.