„ჰატაისპორის“ ვიცე-პრეზიდენტი - ლობჟანიძის ტრანსფერზე „ჰალ სიტიმ“ მოგვმართა #1TVSPORT
შოთა არველაძის „ჰალ სიტი“ საბა ლობჟანიძის ტრანსფერით დაინტერესდა და ამის თაობაზე თურქულ კლუბს მიმართა, სადაც ამჟამად საქართველოს ნაკრების შემტევი თამაშობს – ამის შესახებ თურქულ მედიასთან ინტერვიუში „ჰატაისპორის“ ვიცე-პრეზიდენტმა მუსტაფა ოზატიმ განაცხადა.
მთავარ მწვრთნელ ომერ ერდოღანის წასვლაზე, ასევე საბა ლობჟანიძესთან და აიუბ ელ-კააბთან დაკავშირებით „ჰატაისპორში“ განცხადება გააკეთეს. მუსტაფა ოზატმა, გუნდის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ ორ მოთამაშეზე შეთავაზება ინგლისის ჩემპიონშიფის „ჰალ სიტიდან“ მიიღო, რომელსაც შოთა არველაძე ავარჯიშებს.
„მუსტაფა ოზატიმ, სუპერლიგის გუნდის ვიცე პრეზიდენტმა ისაუბრა ომერ ერდოღანის წასვლაზე, საბა ლობჟანიძისა და აიუბ ალ-კააბის ტრანსფერზე მიღებულ წინადადებებზე. „ჰატაისპორს“ საბა ლობჟანიძისა და აიუბ ალ-ქააბის ტრანსფერის თაობაზე ინგლისურმა „ჰალ სიტიმ“ მიმართა. ოზატმა განმარტა, რომ მიიღეს შეთავაზება ინგლისური „ჰალ სიტიდან“, რომელსაც თურქი ბიზნესმენი აჯუნ ილიჯალი ფლობს. მან დაადასტურა ინგლისელთა ინტერესი ორ მოთამაშის მიმართ“, – წერს გამოცემა ajansspor.
გამოცემა „ჰატაისპორის” ვიცე-პრეზიდენტის სიტყვებს აქვეყნებს, რომ ჯერ გუნდი მოთამაშეთა ფასზე ვერ ჩამოყალიბდა:
„შემიძლია ვთქვა, რომ „ჰალ სიტიმ“ შემოთავაზება გააკეთა საბა ლობჟანიძესა და აიუბ ელ-კააბზე. ამის შესახებ ჩვენს დირექტორთა საბჭოში ვისაუბრეთ. თუმცა ჩვენ მოთამაშეების საფასური ჯერ არ დაგვიდგენია“, – ამბობს მუსტაფა ოზატი.