„მაიამის“ ცენტრი ჰასან უაიტსაიდი მომავალი სეზონიდან, დიდი ალბათობით, „საკრამენტოს” ღირსებას დაიცავს. ამერიკული მედიის ინფორმაციით, უაიტსაიდი „კინგსთან“ 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი ავრცელებს.
ჰასან ვაიტსაიდის, ბეგლის, რიჩაუნ ჰოლმსის, ნემანია ბიელიცასა და ჯაბარი პარკერის ერთ გუნდში ხილვა საინტერესო იქნება.
31 წლის ამერიკელი ცენტრი საკმაოდ დამაჯერებელია როგორც დაცვაში, ისევე თავდასხმაში.