ჰარუმაფუჯიმ კარიერა დაასრულა
ჰარუმაფუჯიმ კარიერა დაასრულა

სუმოს ჩემპიონმა ჰარუმაფუჯიმ კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა.
მის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს, ჰარუმაფუჯის ახალგაზრდა სუმოისტზე თავდასხმა ედება ბრალად.

33 წლის მონღოლმა ინცინდენტის გამო ბოდიში მოიხადა.
ბოლო წლებში იაპონურ სუმოში მრავალი სკანდალი იყო. სუმოისტებს ბრალად ძირითადად  ძალადობა, მატჩების ჩაწყობა და მაფიასთან კავშირები ედებოდათ.

ჰარუმაფუჯიმ კარიერა 16 წლის ასაკში დაიწყო და უმაღლესი – იოკოძუნას რანგი 2012 წელს მიიღო.
პრესკონფენრენციაზე იაპონური სუმოს ასოციაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი «ძალიან მკაცრს სასჯელს იმსახურებდა და ძალადობის ფაქტი ნამდვილად შედგა», თუმცა მათ ოფიციალური გადაწყვეტილება მიღებული არ ჰქონდათ.