ცნობილი ინგლისელი მწვრთნელი ჰარი რედნაპი, რომელსაც, თავის დროზე, „ტოტენჰემსა“ და ინგლისის ნაკრებში უმუშავია, ამტანობაზე რეალითი-შოუს გამარჯვებული გახდა.
შოუში, რომელსაც ჰქვია – „მე სელებრითი ვარ, ამომათრიე აქედან“, რედნაპსა და სხვა ბრიტანელ ცნობილ ადამიანებს ჯუნგლებში თავის გადასარჩენად სხვადასხვა ბარიერის გადალახვა უწევდათ.
ფინალში 71 წლის რედნაპი მიწის ქვეშ აღმოჩნდა, სადაც მთელს სხეულზე ხოჭოები და ვირთხები ესეოდნენ. საბოლოოდ, მწვრთნელმა გაიმარჯვა და „ჯუნგლების მეფედ“ გამოცხადდა.
ჰარი რედნაპი 2017 წლის სექტემბრიდან უმუშევარია, როცა ის „ბირმინგემიდან“ დაითხოვეს.