ჰარი მაგუაირს ნაკრებიდან გაძევება ემუქრება
ჰარი მაგუაირს ნაკრებიდან გაძევება ემუქრება

„მანჩესტერ იუნაიტედის“ კაპიტანი ჰარი მაგუაირი, შესაძლოა, საბერძნეთში პოლიციელებზე თავდასხმის გამო, ინგლისის ნაკრებიდან გააძევონ.

როგორც გაზეთი „დეილი მეილი“ წერს, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ მოისურვა მაგუაირისთვის ეროვნულ გუნდში ადგილის წართმევა. ასეთ შემთხვევაში, მცველი ვერ მიიღებს მონაწილეობას ერთა ლიგის უახლოეს მატჩებში. ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გარეტ საუტგეიტი მიიღებს.

მაგუაირი 21 აგვისტოს დააპატიმრეს საბერძნეთის კუნძულ მიკონოსზე. დაკავების მიზეზი იყო ჩხუბი და პოლიციელებზე თავდასხმა.