„ტოტენჰემის“ ფორვარდმა, ჰარი კეინმა პრემიერლიგის 22-ე ტურში, „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ ტრავმა მიიღო, – წერს Sky Sports. ფეხბურთელმა კოჭი დაიზიანა და შეიძლება „დორტმუნდთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალი გამოტოვოს.
ლონდონური კლუბის დამრიგებლის, მაურისიო პოჩეტინოს თქმით, ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ტრავმის ხარისხი ცნობილი ამის შემდეგ გახდება.
მიმდინარე სეზონში „ტოტენჰემში“ კეინმა 31 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, გაიტანა 21 გოლი და ხუთი შედეგიანი პასი შეასრულა.