ჰარი კეინმა შესაძლოა, სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშოს (ვიდეო)
ჰარი კეინმა შესაძლოა, სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშოს (ვიდეო)

მანჩესტერ სიტისთან ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მოგების (1:0) შემდეგ, ტოტენჰემის ფორვარდმა ჰარი კეინმა ყავარჯნებით დატოვა მოედანი.

ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა ტრავმა მიიღო და 58-ე წუთზე შეცვალეს. მატჩის შემდეგ, ტოტენჰემის მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო პოჩეტინომ განაცხადა, რომ კეინმა შესაძლოა, სეზონის დარჩენილი ნაწილი გამოტოვოს.

„ეს ძალიან სამწუხაროა. ის ძალიან დაგვაკლდება. არ არის გამორიცხული, მან სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშოს“, – განაცხადა არგენტინელმა ბი-ბი-სისთან (BBC) კომენტარში.

25 წლის კეინმა მიმდინარე სეზონში 39 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 24 გოლი გაიტანა.