ინგლისის ნაკრების ფორვარდმა ჰარი კეინმა შესაძლოა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ტურნირზე პირველი ტურის მატჩი გამოტოვოს. როგორც გაზეთი „მირორი“ წერს, ინგლისის ნაკრების სამწვრთნელო შტაბი ფიქრობს, მომდევნო მატჩებისთვის შემოინახოს თავდამსხმელი, რადგან კეინს კოჭის მცირე ტრავმა აწუხებს.
როგორც გამოცემა წერს, დაზიანება ძალიან სერიოზული არ არის, მაგრამ მწვრთნელებს არ სურთ “ტოტენჰემის” ფორვარდის ჯანმრთელობით გარისკვა.
ინგლისის ნაკრები 2018 წლის მუნდიალის პირველ მატჩს ტუნისის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.