გერმანიის საფეხბურთო ბუნდესლიგის 26-ე ტურის შეხვედრაში მიუნხენის „ბაიერნმა“ „დარმშტადი“ სტუმრად 5:2 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში გოლი მიუნხენელთა ინგლისელმა თავდამსხმელმა, ჰარი კეინმა გაიტანა, რომელიც მისთვის 31-ე იყო ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში.
ეს გოლი კეინისთვის სარეკორდოც აღმოჩნდა. აქამდე გერმანიის ჩემპიონატის ისტორიაში სადებიუტო სეზონში 31 გოლი არცერთ ფეხბურთელს ჰქონდა გატანილი.
ამ მომენტისთვის „ბაიერნს“ 60 ქულა აქვს, მეორე ადგილზეა და ბუნდესლიგის ლიდერს, „ლევერკუზენს“ შვიდი ქულით ჩამორჩება.
შეგახსენებთ, რომ ჰარი კეინის სანაცვლოდ 2023 წლის ზაფხულში მიუნხენის „ბაიერნმა“ ლონდონის „ტოტენჰემს“ 100 მილიონი ევრო გადაუხადა.