მიუნხენის „ბაიერნისა“ და ინგლისის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ჰარი კეინმა გერმანიის ბუნდესლიგაში ორი რეკორდი დაამყარა.
30 წლის ფეხბურთელი პირველია ისტორიაში, რომელმაც ბუნდესლიგის საწყის 12 ტურში 18 გოლის გატანა მოახერხა. ასევე, არცერთ ინგლისელ ფეხბურთელს გერმანიის უმაღლესი დივიზიონის ერთ სეზონში 18 გოლი აქამდე გატანილი არ ჰქონია.
საუკეთესო ინგლისელი ამ სეზონამდე ჯეიდონ სანჩო იყო, რომელმაც „დორტმუნდის“ რიგებში 2019/20 წლის სეზონში მეტოქეთა კარი 17-ჯერ აიღო.
ჰარი კეინი მიუნხენის „ბაიერნში“ მიმდინარე სეზონის დაწყების წინ „ტოტენჰემიდან“ 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ამჟამად ის ევროპის „ოქროს ბუცის“ გათამაშებასაც ლიდერობს.