„ტოტენჰემის“ 26 წლის ფეხბურთელით ტურინის „იუვენტუსი“ დაინტერესდა, – იუწყება Calciomercato.
გამოცემის ინფორმაციით, საყოველთაო ფინანსური კრიზისის მიუხედავად, „ტოტენჰემი“ კეინს 120 მილიონ ევროზე ნაკლებად არ დათმობს, რაც ტურინელებს რთული არჩევანის წინაშე დააყენებს.
მიმდინარე სეზონში ჰარი კეინმა „ტოტენჰემის“ შემადგენლობაში 20 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 11 გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.