ჰარი კეინის ცენტრიდან გოლმა „ტოტენჰემს“ „იუვენტუსთან“ მოაგებინა [ვიდეო]
რიგით მეშვიდე შეხვედრა გაიმართა საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე. სინგაპურში იტალიის ჩემპიონი „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალისტს „ტოტენჰემს“ ხვდებოდა.
ლონდონელებმა ანგარიშით 3:2 მოიგეს. გამარჯვების გოლი ცენტრიდან დარტყმით ჰარი კეინმა გაიტანა.
„იუვენტუსის“ შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა მატეის დე ლიგტს, რომელმაც 63-ე წუთზე ლეონარდო ბონუჩი შეცვალა.
იუვენტუსი-ტოტენჰემი 2:3
გოლები: 0:1 ლამელა (30), 1:1 იგუაინი (56), 2:1 კრიშტიანუ რონალდუ (60), 2:2 ლუკას მოურა (65), 2:3 კეინი (90+3)
იუვენტუსი: ბუფონი (46. შჩესნი), ბონუჩი (63. დე ლიგტი), დე შილიო, ჟოაო კანსელო, რუგანი (46. მერიჰ დემირალი), მატუიდი (76. კასტანიოსი), ემრე ჩანი (46. რაბიო), პიანიჩი (76. მურატორე), ბერნანდესკი, მანჯუკიჩი (46. იგუაინი), კრიშტიანუ რონალდუ (63. პერეირა).
ტოტენჰემი: გასანიგა, ალდერვეირელდი (46. ფოიტი), უოკერ-პიტერსი (71. მარში), ტანგანგა (46. ვერტონგენი), ალი (46. სისოკო), უინქსი (63. როლესი), გეორგიუ (72. უაიტი), სკპრი (90+2. ბოუდენი), ჰეონ-მინ სონი (46. ლუკას მოურა), პაროტი (46. კეინი), ლამელა (63. ნდომბელე).