„ტოტენჰემის“ ფორვარდი ჰარი კეინი შვეებულებაში კარიბის ზღვის კუნძულებზე იმყოფებოდა და ბრიტანეთში დაბრუნების შემდგომ 14-დღიან თვითიზოლაციაში იმყოფება.
ინგლისელმა ფეხბურთელმა შემდეგ კვირას უკვე ვარჯიში უნდა განაახლოს და პრემიერ ლიგის პირველი მატჩისთვის უნდა მოემზადოს, რომელსაც „ტოტენჰემი“ 12 სექტემბერს „ევერტონის“ წინააღმდეგ გამართავს.
ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა სამშაბათს უკვე უნდა დაასახელოს სავარაუდო შემადგენლობა, ისლანდიასთან და დანიასთან გასამართი მატჩებისათვის, რომელიც შესაბამისად 5 და 8 სექტემბერს გაიმართება.
საეჭვოა ამ სიაში „იუნაიტედის“, „სიტისა“ და „ჩელსის“ ფეხბურთელების ხილვა, რადგან ისინი ჯერ კიდევ შვებულებაში არიან.
შეგახსენებთ, რომ კეინმა წინა სეზონში „ტოტენჰემის“ მხრიდან ყველაზე მეტი – 24 გოლი გაიტანა.
„ტოტენჰემი“ წინასასეზონო, მეგობრულ მატჩს შაბათს „იფსვიჩის“ წინააღმდეგ გამართავს, სადაც ჰარი კეინი მონაწილეობას ვერ მიიღებს.