ჰარი კეინი - ტომას ტუხელთან ერთად მუშაობის დაწყებას მოუთმენლად ველოდები #1TVSPORT
ჰარი კეინი - ტომას ტუხელთან ერთად მუშაობის დაწყებას მოუთმენლად ველოდები #1TVSPORT

ინგლისის ეროვნული გუნდის კაპიტანმა, ჰარი კეინმა ნაკრების ახალ მწვრთნელთან, გერმანელ ტომას ტუხელთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. როგორც კეინი ამბობს, ის ტუხელთან მუშაობის დაწყებას მოუთმენლად ელოდება.

„გასული სეზონი „ბაიერნში“ ერთად გავატარეთ. ტუხელი ბრწყინვალე სპეციალისტი და ამასთან ერთად, შესანიშნავი ადამიანია. მჯერა, ის ნაკრებში ახალ ენერგიასა და გამოცდილებას მოიტანს. მოუთმენლად ველოდები მასთან ერთად მუშაობის დაწყებას“, – განაცხადა კეინმა.

51 წლის გერმანელმა ინგლისის ნაკრებთან 18-თვიანი კონტრაქტი გააფორმა. ის გუნდს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოამზადებს და მუნდიალზეც „სამ ლომს“ ის უხელმძღვანელებს.

როგორც ტუხელმა თქვა, მისი მიზანი მსოფლიო თასის მოგებაა.