ჰარი კეინი - „პარი სენ-ჟერმენის“ პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნე გახდა #1TVSPORT
ჰარი კეინი - „პარი სენ-ჟერმენის“ პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნე გახდა #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენი“ სერიოზულად არის დაინტერესებული „ტოტენჰემის“ ფორვარდის, ჰარი კეინის გაფორმებით.

როგორც გაზეთი Le Parisien-ი წერს, კლუბის ხელმძღვანელობამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის პრიორიტეტად აქცია ინგლისის ნაკრების თავდამსხმელის გაფორმება.

მიმდინარე სეზონში კეინმა 42 მატჩი ჩაატარა „ტოტენჰემის“ შემადგენლობაში, 25 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ინგლისელი 90 მილიონ ევროდ არის შეფასებული.