ჰარი კეინი კრიშტიანო რონალდოსა და მესის გზის გავლას აპირებს #1TVSPORT
ჰარი კეინი კრიშტიანო რონალდოსა და მესის გზის გავლას აპირებს #1TVSPORT

„ბაიერნისა“ და ინგლისის ნაკრების ფორვარდი ჰარი კეინი აპირებს, გაიმეოროს კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის გზა და კიდევ ბევრი წელი ითამაშოს უმაღლეს დონეზე. ამის შესახებ მან ESPN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

„ვფიქრობ იმაზე, რასაც მათ მიაღწიეს: მეოთხე ათწლეულში ისინი ისევე კარგები არიან, როგორც მესამეში. მე მხოლოდ ახლა შემისრულდა 30 წელი და აღელვებული ვარ იმაზე ფიქრით, თუ შევინარჩუნებ საკუთარ სხეულს კარგ ფორმაში, თუ შევინარჩუნებ სწორ განწყობას, თუ შევძლებ, ვითამაშო უმაღლეს დონეზე იმდენ ხანს, რამდენსაც მოვისურვებ“, – განაცხადა კეინმა.

ინგლისელი ფორვარდი 2023 წლის ზაფხულში გადავიდა „ტოტენჰემიდან“ „ბაიერნში“ 100 მილიონ ევროდ და მიუნხენურ კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი.