ჰარი კეინი „ბაიერნიდან“ წასვლას არ გეგმავს #1TVSPORT
ჰარი კეინი „ბაიერნიდან“ წასვლას არ გეგმავს #1TVSPORT

ინგლისის ნაკრების ფორვარდი ჰარი კეინი არ აპირებს ზაფხულში „ბაიერნის“ დატოვებას.

უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ 31 წლის თავდამსხმელი არ გაააქტიურებს გამოსასყიდი თანხის ოფციას, რაც საშუალებას აძლევს მას, დატოვოს „ბაიერნი“ 2025 წლის ზაფხულში 80 მილიონ ევროდ. ახლა ეს შესაძლებელი იქნება 2026 წელს 65 მილიონად.

როგორც იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, კეინი არ გეგმავს სეზონის დასრულების შემდეგ „ბაიერნიდან“ წასვლას, რადგან ბედნიერად გრძნობს თავს მიუნხენურ კლუბში.

„ტოტენჰემი“, რომელმაც 2023 წელს 100 მილიონ ევროდ გაყიდა კეინი, გარკვეულ უფლებებს ფლობს ფეხბურთელზე, მაგრამ გადამწყვეტი სიტყვა მოთამაშეზე რჩება.