ჰარი კეინი არ ეწინააღმდეგება „ბაიერნში“ გადასვლას #1TVSPORT
ჰარი კეინი არ ეწინააღმდეგება „ბაიერნში“ გადასვლას #1TVSPORT

„ტოტენჰემის“ ფორვარდი ჰარი კეინი, შესაძლოა, მომავალი წლის ზაფხულში „ბაიერნში“ გადავიდეს.

29 წლის თავდამსხმელი გერმანიის ჩემპიონის მთავარი სამიზნე გახდება ზაფხულის მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის დროს, – დაწერა Sky Sport Deutschland-ის ჟურნალისტმა ფლორიან პლეტენბერგმა.

ამ საკითხზე განხილვა უკვე მიმდინარეობს. ამ მომენტისთვის „ბაიერნს“ ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, სჭირდება თუ არა ცენტრალური თავდამსხმელი, თუმცა, სტატისტიკის მიხედვით, მიუნხენელებს ამ სეზონში უჭირთ მომენტების რეალიზაცია. ბუნდესლიგის ბოლო სამ მატჩში, რომელიც „ბაიერნმა“ ვერ მოიგო, ამ გუნდის ფეხბურთელებმა 74 დარტყმა შეასრულეს, აქედან 33 იყო ზუსტი, მაგრამ მხოლოდ ოთხი გოლი გაიტანეს.

წერენ, რომ „ბაიერნს“ უკვე ჰქონდა კონტაქტი ჰარი კეინის ძმასთან, რომელიც ფეხბურთელის აგენტის ფუნქციებს ასრულებს. იმასაც აღნიშნავენ, რომ ინგლისელი ფორვარდი წინააღმდეგი არ არის კარიერა „ბაიერნში“ გააგრძელოს.

ამ სეზონში ჰარი კეინმა ყველა ტურნირზე შვიდი მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.