ჰარდენს ვეღარ აჩერებენ, ჰიუსტონმა მოქმედი ჩემპიონი სტუმრად დაამარცხა

ჯეიმს ჰარდენი რეგულარული სეზონის ბოლო მატჩებში არარეალურ სტატისტიკას აფიქსირებს. ლიგის ერთერთი გამორჩეული კალათბურთელი საშუალოდ 38 ქულაზე მეტს აგროვებს. ჰიუსტონ „როკეტსის“ ლიდერმა დღეს დილით გოლდენ სტეიტ „უორიორზსს“ 44 ქულა ჩაუგდო, რასაც 15 შედეგიანი გადაცემა და 10 მოხსნაც მიუმატა. სწორედ ჰარდენის სამმაგი დუბლი გამოდგა გადამწყვეტი მთლიანად სეზონის ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ და დაძაბულ შეხვედრაში.

„ორეკლ არენაზე“ ჩატარებული მატჩის ძირითადი დრო 119-119 დარულდა. ოვერტაიმის დამთავრებამდე ერთი წამით ადრე ჯეიმს ჰარდენმა ურთულესი მდგომარეობიდან, სამქულიანი ტყორცნა გამოიყენა და სტუმრებს 135-134 მოაგებინა.

ბრწყინვალე ფორმაშია კლინტ კაპელა. „როკეტსის“ ცენტრმა 29 ქულა და 21 მოხსნა გააკეთა. ჰიუსტონელთა გამარჯვება მით უფრო დასაფესაბელია, თუ გავითვალისწინებთ რომ ტეხასელებს კრის პოლი და ერიკ გორდონი აკლდათ. გოლდენ სტეიტს 35 ქულით სტეფ კარიმ ულიდერა. ამ შედეგის შემდეგ ჰიუსტონმა დასავლეთ კნფერენციაში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა და მესამე ადგილოსან „უორიორზსს“ კიდევ უფრო მიუახლოვდა. ამ გუნდებს შორის სხვაობა ამ მომენტისთვის მხოლოდ ორ მოგებას შეადგენს, თუმცა ჰიუსტონს ორი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ჯერჯერობით ლიდერი დენვერ „ნაგეტსია“. კოლორადოელებმა დღეს საკრამენტო „კინგზი“ გასვლაზე ანგარიშით 117-113 დაამარცხეს.