ჰარდენის მორიგი ბრწყინვალე მატჩი, 32 ქულა და 14 პასი „დენვერთან“ (ვიდეო)
ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი საინტერესო მატჩები ჩატარდა. „ჰიუსტონ როკეთსმა“ კრის პოლისა და ერიკ გორდონის არყოფნაში მორიგი მატჩი მოიგო და, რა თქმა უნდა, ტეხასელების გამარჯვების მთავარი შემოქმედი ჯეიმს ჰარდენი იყო.
„როკეთსმა“ დასავლეთ კონფერენციის ლიდერი „ნაგეთსი“ 125-113 დაამარცხა. ჰარდენის ანგარიშზე კი 32 ქულა 14 პასი და 5 მოხსნაა. ბრწყინვალე შეხვედრა გამართა ჰიუსტონელების ცენტრმა. კლინტ კაპელამ პირად აქტივში 31 ქულა და 9 მოხსნა ჩაიწერა. სტუმართა შორის საუკეთესო ნიკოლა იოკიჩი იყო, რომელმაც 24 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. 21 ქულით დაასრულა მატჩი მონტე მორისმა.
დეტროიტი – სან ანტონიო 107-119
ბოსტონი – ბრუკლინი 116-95
მილუოკი – იუტა 114-102
ნიუ ორლეანი – მემფისი 114-95
დალასი – ლეიკერსი 97-107
პორტლენდი – ნიუ იორკი 111-101
საკრამენტო – ორლანდო 111-95